გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი,: ავთანდილ ცნობილაძე

მოსწავლეთა რაოდენობა:20 მოსწავლე ,
საგანიმათემატიკა
კლასი: მე-10
გაკვეთილის თემა: მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილის პოვნა, მაღალი ობიექტის სიმაღლის პოვნა.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გამოიყენებენ  მათემატიკაში მიღებულ  ცოდნას კერძოდ მართკუთხა სამკუთხედის ამოხსნასთან დაკავშირებით, რომ მათმა  შეძლონ ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედების, წრეების/წრეწირების) მსგავსებას და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა);



აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1.

N1 აქტივობის აღწერა:
პროექტორის გამოყენებით კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას და  მიზანს, აგრეთვე კლას ვყოფ ხუთკაციან  ჯგუფად. ვაცნობ ჯგუფში მუშაობის წესებს.
მინი ლექცია
მთელი კლასი
პროექტორი,
პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით
2 წუთი
2.
ფაზაგამოწვევა
აქტივობა N2
აქტივობის აღწერა: 
 მასწავლებელმა   დასვა პრობლემა, რაც დაკავშირებულია მიუწვდომელი წერტილის სიმაღლის პოვნასთან. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია დავუკავშიროთ სატელევიზიო ანძ, ეშმაკის ბორბალს ან ქალაქში მდებარე მაღალი შენობის/შენობების    სიმაღლის გამოთვლას, რომელიც ითხოვს მათგან გადაწყვეტას-ამოხსნას.
მასწავლებელი სვამს კითხვას:
          1.  როგორ გავზომოთ მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილი?
           2. როგორ გავზომოთ მაღალი ობიექტის სიმაღლე?
მოსწავლეები გაიხსენებენ და ფლიპჩარტებზე ჩამოწერენ    ტრიგონომეტრიულ თანაფარდობას მართკუთხა სამკუთხედში, სინუსების თეორემას,  კოსინუსების თეორემას, პითაგორას თეორემას და
კუთხის გამოსახვას ტანგენსით.


გონებრივი იერიში
ჯგუფი

ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები.
5 წუთი
3
 ფაზაცოდნის კონსტრუირება

აქტივობა N3
ორი პრაქტიკული ამოცანის დემონსტრირება და გამოთვლა სინუსიებისა და კოსინუსების თეორემის გამოყენებით.
აქტივობის აღწერა:
ხანის აკადემიის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლის ჩვენება.
აქ ვიდეოს მიტომ ვაჩვენებ რომ მოსწავლეებმა შეიტყონ დისტანციური სწავლების შესახებ. და შეძლონ ქართული რესურსების გამოყენება.

მინილექცია და ვიდეოს ჩვენება
მთელი კლასი
ხანის აკადემია
12წუთი
.4
ქტივობა N4  ამოცანების ამოხსნა GeoGebra-ს გამოყენებით
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი დავალებების მიცემამდე, უჩვენებს მოსწავლეებს GeoGebra-ში თუ როგორ უნდა ააგონ მარტივად ნახაზი და გამოთვალონ მონაცემები.   მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებს და სვამს ათ კომპიუტერთან.



მინი ლექცია,  პრაქტიკული სამუშაო
წყვილებში
10 კომპიტერი. პროექტორი
10 წუთი
5
ქტივობა N5 Excel-ში მონაცემების შეტანა და და მათი გამოთვლა
აქტივობის აღწერა: 
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს Excel-ის პროგრამაში მონაცემების შეტანას და მის გამოთვლას.

აქ მასწავლებლის მთავარი მიზანი ის არის რომ მოსწავლეებმა თავად შექმნან რესურსი, რომელსაც შემდეგ თავად გამოიყენებენ.
 სახლში მიცემული ჰქონდათ დავალება, უნდა დაემზადებინათ ხელსაწყო „კლინომეტრი ამ ვიდეოს გამოყენებით. მასწავლებელთან კონსულტაციის გზით მოსწავლეები თავად აგროვებენ მონაცემებს მათი  საცხოვრებელი კორპუსის ან  უბანში მდებარე მაღალი შენობების შესახებ. კერძოდ, დაედგინათ კუთხის ზომა „კლინომეტრით“  და შენობამდე მანძილი, რომელიც შეგვაქვს ელექტრონულ ცხრილში და ვითვლით სიმაღლეს.

მინი ლექცია

შებრუნებული  საკლასო ოთახი
მათ მიერ მოტანილი მონაცემების შეტანა Excel-ის ცხრილში და გამოთვლა. წყვილებში მუშაობენ კომპიუტერთან















კომპიუტერი,




















8 წუთი
6
C ფაზა-რეფლექსია
N6 აქტივობის აღწერა
მასწავლებელი აძლევს მითითებებს და რეკომენდაციებს მათვის გაუგებარ საკითხებზე.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით.
 მასწავლებელი იყეებს მეთოდს - 3,2,1. მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ: სამი რაც ყველაზე საინტერესო იყო, ორი რაც ახალი იყო და ერთი რაზეც მეტი უნდათ, რომ იცოდნენ. პასუხებს წერს ფორმატზე.
მასწავლებელი ავსებს 3,2,1 ცხრილს მოსწავლეების პასუხების მიხედვით. ხდება აზრების გაცვლა- გამოცვლა, მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.
ახსნა-განმარტრბის
მეთოდი. 

 3,2,1 მეთოდი
მთელი კლასი
ფორმატი, მარკერი
5 წუთი
7
N7 აქტივობის აწერა 
საშინაო დავალება

მასწავლებელი აძლევს ამოცანებს სახელმძღვანელოდან  გვერდი 245, ამოცანები 14, 15, 24, 25, 26, 27
გვერდი 250 ამოცანები 7, 8, 13,14. სულ ათი ამოცანა.

მოსწავლეების შეფასება:

დასკვნით   ნაწილში  მასწავლებელი ქვემოთ მოცემული შეფასების რუბრიკის აფასებს მოსწავლეებს.



ახსნა-განმარტებითი მეთოდი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა;

3 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედებები:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
Ø  ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დადგენა, იყენებს ფიგურათა  მსგავსებას და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა);
Ø  აგებს ნახაზებს და ხსნის მსგავს ამოცანებს მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენებით
Ø  შეაქვს მონაცემები ელექტრონულ ცხრილ Excel-ში და ითვლის მას

შეფასების რუბრიკა


N1
ორგანიზება/ წესების დაცვა ჯგუფში
4
3
2
1
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას,იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არის ასერტული
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არ  არის აქტიური მსმენელი, არ  არის ასერტული.
პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას,  არ იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული

N2
4
3
2
1
სინუსების და კოსინუსების თეორემის  აღწერა და მათი გამოყენებას პრაქტიკაში

მოსწავლე სრულად აღწერს სინუსებისა და კოსინუსების თეორემას და მათ გამოყენებას პრაქტიკაში
მოსწავლე სრულად აღწერს სინუსებისა და კოსინუსების თეორემას, მაგრამ ვერ ხედავს მათ გამოყენებას პრაქტიკაში
მოსწავლე ნაწილობრივ აღწერს სინუსებისა და კოსინუსების თეორემას, მაგრამ ასახელებს პრაქტიკაში მის  გამოყენებას
მოსწავლე ვერ აღწერს სინუსებისა და კოსინუსების თეორემას და ვერ ასახელებს მის  გამოყენებას პრაქტიკაში
ნახაზის შექმნა და  ამოხსნის გზები.

მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის ნახაზს და სახავს ამოხსნის გზებს
მოსწავლე დამოუკიდებლად ქნის ნახაზს, მაგრამ ვერ ასახელებს ამოცანის ამოხსნის გზებს.
მოსწავლე დახმარების გარეშე ვერ ქმნის ნახაზს და ვერ ასახელებს ამოცანის ამოხსნის გზებს.
მოსწავლე ვერ ქმნის ნახაზს და ვერ ასახელებს ამოცანის ამოხსნის გზებს.
მათემატიკურ პროგრამა GeoGebra-ში მუშაობა
მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნიან ნახაზ, წერს შესაბამის ფორმულას და ითვლის მას.
მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის ნახაზს, მაგრამ ვერ წერს შესაბამის ფორმულას და ვერ ითვლის მას
მოსწავლე დახმარებით ქმნის ნახაზს, მაგრამ ვერ წერს შესაბამის ფორმულას და ვერ ითვლის მას
მოსწავლე ვერ ქმნის ნახაზ,  ვერ წერს ფორმულას და ვერ ითვლის მას
Excel-ის საშუალებით მონაცემების გამოთვლა
მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის ელექტრონულ ცხრილს, შეაქვს მონაცემები მასში, გამოყავს ფორმულა და შეაქვს ფორმულათა ველში.
მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის ელექტრონულ ცხრილს, შეაქვს მონაცემები მასში, მაგრამ ვერ გამოყავს ფორმულა და ვერ შეაქვს  ფორმულათა ველში.
მოსწავლე დახმარებით ქმნის ელექტრონულ ცხრილს, შეაქვს მონაცემები მასში, მაგრამ ვერ გამოყავს ფორმულა და ვერ შეაქვს  ფორმულათა ველში
მოსწავლე ვერ  ქმნის ელექტრონულ ცხრილს, ვერ შეაქვს მონაცემები მასში,  ვერ გამოყავს ფორმულა და ვერ შეაქვს  ფორმულათა ველში.

მაქსიმალური ქულა 20.
ნიშნის გამოთვლის წესი: მოსწავლის მიღებული ნიშანი იყოფა მაქსიმავურ ქულაძე 20-ზე და მრავლდება 10-ზე.   

თარიღი:   10.04.2018წ.




Комментарии